19 ივნ 2026
ხულოს მაგისტრანტ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გადაიდო. საქმე ეხება მიხეილ შანთაძის მიერ კახა კალაძის მიმართ შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტს. მიხეილ შანთაძეს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენი მხარე, ასევე სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მიხეილ შანთაძე არ იმყოფება საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა და დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობია.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეზე აუცილებელია ბრალდებულის ინფორმირება და გადაწყდა მისი საჯარო შეტყობინებით მოწვევა.