19 ივნ 2026
საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.
სხდომის მიმდინარეობისას ასევე განიხილეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შედეგების შესახებ.