19 ივნ 2026
გენერალური პროკურორის მოადგილე ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით, დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.
ასევე ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.
საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.