დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში

19 ივნ 2026

კვლავ პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია დაპირისპირება და გადაჯგუფება „ნაციონალურ მოძრაობაში“.  პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც პარტიის დამფუძნებელი  ახალ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს და მას პარტიულ აქტივთან შეხვედრებს სთხოვს.

თავის მხრივ, კი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკუთარ თავს „კრიზის მენეჯერად“ მოიაზრებს და მზად არის პარტია ახალგაზრდებთან ერთად მართოს. 

ოპოზიციურ პარტიაში შექმნილ ვითარებას მძიმე მდგომარეობას უწოდებენ მმართველ გუნდში. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას შიდა პარტიული არჩევნების დროს დელეგატები მიიღებენ.