აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში წარმოებული ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

19 ივნ 2026

აგროსერვის ცენტრი სანერგე მეურნეობაში წარმოებული ვაზის ნერგების რეალიზაციას იწყებს. საღვინე და სასუფრე ჯიშები გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაშია წარმოდგენილი.  ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სხადასხვა ვაზის ნერგი შეარჩიონ, მათ შორისაა ჩხავერი, ცოლიკოური, ოჯალეში, ციცქა, პრიმა და იტალია.

პროგრამას აგროსერვის ცენტრი წლებია ახორციელებს. მათი თქმით, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია იმ ჯიშებზე, რომელიც დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად ერგება და ხარობს.

აგრონომების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ნერგები  წარმოების თვითღირებულების ფასად იყიდება.