19 ივნ 2026
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მე-13 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ცესკოს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე გააზიარეს მიგნებები და გამოცდილებები დეზინფორმაციის სტრატეგიებზე, ხელოვნური ინტელექტის როლსა და სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფის პროცესში.
ცესკოს ინფორმაციით, კონფერენციაში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიები, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.