4 ოქტომბრის საქმე - დღეს 7 პირის განაჩენი გამოცხადდება

19 ივნ 2026

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირის, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლო პროცესი უკვე 1 საათია მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა  საბოლოო სიტყვა უნდა  წარმოთქვან. აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს.

შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალდება წარდგენილი აქვთ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის  მუხლით.