მექსიკის ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად მოიპოვა

19 ივნ 2026

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები 1:0 დაამარცხა და პლეიოფის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

ზაპოპანში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა, ლუის ლომომ აზიელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ორი ტურის შემდეგ მექსიკის ნაკრებმს 6 ქულა აქვს და ჯგუფში გარანტირებულად პირველ ადგილს დაიკავებს.

ბოლო ტურის წინ 3 ქულა აქვს სამხრეთ კორეას და მეორეა. ჩეხეთი 1 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციაზეა სამხრეთ აფრიკის ნაკრები. 

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: შვეიცარია - ბოსნია-ჰერცოგოვინა 4:1; ჩეხეთი - სამხრეთ აფრიკა 1:1; კანადა - კატარი 6:0.