19 ივნ 2026
20 ივნისს ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მორიგ ორთაბრძოლას ჩაატარებს. ის საუთჰემპტონში, „სენტ-მერის“ სტადიონზე ინგლისელ ლიამ დილონს დაუპირისპირდება. 30 წლის დელონს პროფესიონალთა შორის 22 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 16 მოიგო.
ქართველი მოკრივისთვის ეს კარიერაში რიგით მეხუთე პროფესიონალური მატჩი იქნება. მანამდე გამართული ოთხივე დაპირისპირება გურულის გამარჯვებით დასრულდა.
29 წლის გურული მსოფლიოს სამგზის პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.