19 ივნ 2026
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია ვალენსიაში დაიწყო. ამავე სახელწოდების გუნდი თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ მასპინძლობს. პირველივე მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კატალონიელთა გამარჯვებით, 113:112 დასრულდა.
შეხვედრის უმეტეს დროს ვალენსიელები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო 20 წამში ვილ კლაიბერნის ორი სამქულიანით „ბარსამ“ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში კი შენგელიას გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კლაიბერნი 21 ქულამდე ავიდა.
ვალენსიელებს კი 24 ქულით მონტერომ ულიდერა. სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი, ისევ ვალენსიაში, 20 ივნისს გაიმართება.