სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი

18 ივნ 2026

53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14-ის რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება -  სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

ამ კუთხით, არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა 70 ზე მეტი სკოლის დირექტორებსა და მშობლებს მიმდინარე სამუშაოებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მათი განცხადებით, წარმატების მთავარი საფუძველი სახელმწიფოსა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობაა, ხოლო პროექტების ეფექტიან განხორციელებაში სკოლების, დირექტორების, რესურსცენტრებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.