აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

18 ივნ 2026

მეციტრუსეობის, მევენახეობის და მეფუტკრეობის მხარდაჭერა, მაღალმთიანი აჭარის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება - რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.