18 ივნ 2026
საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წლიური ანგარიშით დაიხურა.
ედნარ ნატარიძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში სამინისტროს საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
რეგიონის პირველმა ფინანსისტმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 9 პროცენტით, დასაქმება 5 პროცენტით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 16 პროცენტით გაიზარდა.