18 ივნ 2026
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს პროფესიული განვითარების პროგრამის “გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებმა შეაჯამეს პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს განვითარების, რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებების გაცნობას ისახავდა მიზნად.
პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით განხორციელდა.