18 ივნ 2026
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე მინისტრმა თანამშრომლებს წარუდგინა.
უწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.