სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი

18 ივნ 2026

მუნიციპალური განვითარების ფონდი შეფერხებული და პრობლემური სასკოლო პროექტების დასრულებაზე მუშაობას აგრძელებს. მიმდინარე სამუშაოებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა 70-ზე მეტი სკოლის დირექტორებსა და მშობლებს მიაწოდეს.

ამ ეტაპზე, 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები 77 ობიექტზე მიმდინარეობს, მათ შორის 53 ახალი სკოლა შენდება,  14 სკოლის რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება მიმდინარეობს.

პარალელურად, ფონდი დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.