საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 ივნ 2026

ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი  სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ ტერიტორიაზე მაშინ  დააკავეს,  როდესაც იგი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით   საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.