18 ივნ 2026
საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ ორდღიანი სამიტი წარმატებული იყო და უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობა აჩვენა - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მაკრონმა ვერსალში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
უკრაინასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანი იყო კიევის მხარდაჭერაში, რომელიც მიზნად ისახავს კიევისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებას.
კითხვაზე, დაურეკავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მაკრონმა უპასუხა, რომ პუტინზეა დამოკიდებული, არის თუ არა მზად დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს „არა მიუღებელი პირობებით“.