18 ივნ 2026
უკრაინულმა დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. სოციალურ მედიაში დარტყმის შედეგების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. უკრაინულმა დრონებმა ამ კვირაში უკვე მეორედ დაარტყეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მოსკოვმა ხუთასზე მეტი დრონი ჩამოაგდო - წერს სობიანინი ტელეგრამზე.
ცეცხლი და კვამლის ღრუბლები ჩანს კაპოტნიას სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, სადაც მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
„საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიღწევა“, - თქვა სობიანინმა და აღნიშნა, რომ დაზიანებულია სავაჭრო ცენტრიც. დარტყმების შემდეგ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა საწვავის კრიზისი ქვეყანაში.
რუსეთი, მსოფლიოში სიდიდით მესამე ნავთობმწარმოებელი და ნავთობისა და საწვავის მსხვილი ექსპორტიორი, ამ თვეში ზღვით საწვავის იმპორტს გეგმავს, რათა გაუმკლავდეს ბენზინის დეფიციტს, რომელიც გამოწვეულია უკრაინის დრონებით მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმებით.
რეგიონის გუბერნატორის თქმით, მოსკოვის მიმდებარე რეგიონში დრონის თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, სამრეწველო ობიექტი და რამდენიმე კერძო სახლი.