ტრამპმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალში მოაწერა ხელი

18 ივნ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ვერსალის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე მოაწერა.

მაკრონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აწერს ტრამპი ხელს დოკუმენტს, საფრანგეთის პრეზიდენტი კი მის გვერდით ტაშს უკრავს, ხელმოწერის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა.

საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ  დროებითი შეთანხმების ხელმოწერა საფრანგეთში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მოხდა.

მემორანდუმი მოიცავს ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საზღვაო მიმოსვლის სრულ აღდგენას ჰორმუზის სრუტეში, ირანის პორტების ბლოკადის მოხსნას, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმებას, მის აქტივებზე ყადაღის მოხსნას და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმას.

ირანი იღებს ვალდებულებას, არ შექმნას ბირთვული იარაღი.