რექტორთა საბჭო ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში

18 ივნ 2026

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას განათლების მინისტრი დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს. 

აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს.