18 ივნ 2026
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ. პროგრამის მიზანია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების და დაავადების გართულებების რისკს.
სკრინინგი უტარდებათ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 50 წელს გადაცილებულ ქალებს და 60 წელს გადაცილებულ კაცებს რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.
სკრინინგი ითვალისწინებს დენსიტომეტრიულ კვლევას, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შეფასების ყველაზე ეფექტური მეთოდია. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მომსახურებას მიიღებს 1200-მდე ბენეფიციარი.
პროგრამა ხორციელდება „ევექსის“ და „სოლომედის“ კლინიკებში.