საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

18 ივნ 2026

თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანო.

ამერიკელმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და ქართველი კრიმინალისტების მუშაობის  პროცესს რეალურ გარემოში დააკვირდა.

აღნიშნული შემოწმება საერთაშორისო სტანდარტის ფარგლებში ჩატარდა.