ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღიჭურვა

18 ივნ 2026

ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღიჭურვა. მერიის ინფორმაციით, კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერა ერთ  თანამშრომელს ექნება, რომელიც პროცესის სრულ ვიდეოფიქსაციას უზრუნველყოფს.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სისტემა უზრუნველყოფს  მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.  

უწყებაში ამბობენ, რომ მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის  5 ათას 265 შემთხვევა გამოავლინა.