ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და საქართველოში ისრაელის ელჩის შეხვედრა

18 ივნ 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს მაღალი, 33%-იანი ზრდით ხასიათდება.

გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილმა ელჩთან ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები განიხილა.