აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ

18 ივნ 2026

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წლიურ ანგარიშს მოისმენენ. მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე  ედნარ ნატარიძე წარსდგება. ამასთან დღესვე კენჭს უყრიან პაატა კეშელავას კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ის ასარჩევად ბიუროზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსულტაციების შემდეგ გუშინ წარადგინა.

დეპუტატებმა კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. პაატა კეშელავა პოსტზე წარდგენამდე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა.

დღევანდელ სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტში ცვლილებები, რაც უმაღლესი საბჭოს  მომავალი წლის ბიუჯეტის შემცირებას გულისხმობს.