აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს

18 ივნ 2026

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ გაიმართა.  კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პაატა კეშელავა უსკო-ს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

იგი პოსტზე წარდგენამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი იყო. 

2016 წლიდან ორი ვადით უმაღლეს საარჩევნო კომისიას პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობდა.