პორტუგალიამ ქულები დაკარგა, ინგლისმა ხორვატია დაამარცხა

18 ივნ 2026

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ფავორიტმა პორტუგალიის ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ გუნდთან ქულები დაკარგა. დაგეგმილი სამი ქულის ნაცვლად კრიშტიანო რონალდოს გუნდი მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა.

ანგარიში პორტუგალიელებმა უკვე მეექვსე წუთზე გახსნეს, თავი ჟოაო ნევეშმა გამოიჩინა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს კონგოელებმა იოან ვისას ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს და როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. ეს იყო კრიშტიანო რონალდოს სარეკორდო მატჩი. ის ლეო მესისთან ერთად მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. ინგლისის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. 

პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა. ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა. შედეგად, კეინს მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი მოუგროვდა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს მუნდიალებზე გარი ლინეკერს გაუთანაბრდა.

განამ პანამა მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერი გოლით 1:0 დაამარცხა, კოლუმბიამ კი უზბეკეთს 3:1 სძლია. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დაიწყება და ორი მატჩი გაიმართება. ჩეხეთი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშება, შვეიცარია კი ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება. 

მატჩები, შესაბამისად, 20:00 და 23:00 საათზე დაიწყება.