სულხან თამაზაშვილმა მიგრაციის დეპარტამენტში ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

18 ივნ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილესთან ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულხან თამაზაშვილმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა და დანაყოფში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ და განახლებულმა ინფრასტრუქტურამ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.

სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებს შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.