ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაინიშნა

17 ივნ 2026

ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაინიშნა. მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წლიურ ანგარიშს.

ამასთან, ხვალ უყრიან კენჭს პაატა კეშელავას კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ის ასარჩევად ბიუროზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დღეს, კონსულტაციების შემდეგ წარადგინა.

დეპუტატებმა კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. პაატა კეშელავა პოსტზე წარდგენამდე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა. მის კანდიდატურას ხვალინდელ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ორი ვადით უმაღლეს საარჩევნო კომისიას პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობდა სხდომის ფარგლებში განიხილეს ასევე რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე იყო.

მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის შესრულება დაგეგმილი მაჩვენებლების ფარგლებში მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ცვლილებას შეეხო, რომელიც მომავალი წელის ბიუჯეტის შემცირებას გულისხმობს.