აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პაატა კეშელავას კანდიდატურა წარადგინეს

17 ივნ 2026

პაატა კეშელავას კანდიდატურა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ კონსულტაციების შემდეგ წარადგინა.

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

პაატა კეშელავა პოსტზე წარდგენამდე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა. მის კანდიდატურას ხვალინდელ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ორი ვადით უმაღლეს საარჩევნო კომისიას პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობდა.