ტრამპმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა - კარნი

17 ივნ 2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომისადმი თავიანთი შეხედულებები შეცვალეს და კონფლიქტთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავეს, რასაც  დიდი შვიდეულის სხვა ლიდერები უფრო რეალისტურად მიიჩნევდნენ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.

კარნის თქმით,  საფრანგეთში, ევიან-ლე-ბენში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შვიდჯერ ან რვაჯერ განიხილა  სხვადასხვა საკითხი. საუბრები ფართო სპექტრს მოიცავდა – ეკონომიკა, ორმხრივი ურთიერთობები, პრეზიდენტის დაბადების დღე, ხელოვნური ინტელექტი, უკრაინა და, რა თქმა უნდა, ირანი – შეთანხმების დეტალები, შემდგომი ნაბიჯები და ის, თუ როგორ შეიძლება, კანადამ ხელი შეუწყოს პროცესს – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.