ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტი გაიმართება

17 ივნ 2026

ხვალ ბრიუსელში ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები  შეიკრიბებიან. შეხვედრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკითხებს მიეძღვნება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  უკრაინამ და მოლდოვამ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას, მათ შორის მის ტერიტორიულ მთლიანობას, და შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე. 

განცხადებაში ხაზგასმულია კიევის ძლიერი ბერკეტები მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობისას.

შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია, განიხილავენ ღაზაში, ლიბანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობის საკითხს.