17 ივნ 2026
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატების კონცეფციების საჯარო განხილვა მიმდინარეობს. სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში- 10 მსურველი მონაწილეობს. ყოველ მათგანს პრეზენტაციებისა და კითხვა პასუხებისთვის თანაბარი დრო 30 წუთი აქვთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვეობის) კანდიდატთა შეფასებასა და გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი საპარლამენტო საკონკურსო კომისია ახორციელებს.
კომისიას მხარი პარლამენტმა 10 ივნისს 87 ხმით დაუჭირა. აღნიშნული საკონკურსო კომისიის წევრები არიან- გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.