17 ივნ 2026
რომის პაპი ლეო მიესალმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის დასრულების შესახებ მიღწეულ დროებით შეთანხმებას. მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია.
მადლობა ღმერთს, რომ სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით - განაცხადა პაპმა.
ლეო მე-14-ემ, რომელმაც ირანის ომის კრიტიკის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია, იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება კონფლიქტს სამუდამოდ დაასრულებს.