17 ივნ 2026
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ეს ის მთავარი თემებია, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ. ორ დღიან კონფერენციას ცესკო მასპინძლობს.
მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა - დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონფერენციაში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ასევე ესწრებიან საქართველოს საკანონდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.