ტირანაში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომასა და რეფორმებს ითხოვენ

17 ივნ 2026

ალბანეთის დედაქალაქში რეფორმებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა სანაპირო ზოლის ეკოლოგიურად მგრძნობიარე მონაკვეთზე დაგეგმილი ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის, ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციებს, რომლებიც უკვე მესამე კვირა გრძელდება, დემონსტრანტებმა „ფლამინგოს რევოლუცია“ უწოდეს.

ძვირადღირებული კურორტის მშენებლობა დაგეგმილია ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

გარემოს დამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეული ჰექტარი ხელუხლებელი სანაპირო ზოლი დაზარალდება.