ზაპოროჟიეზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

17 ივნ 2026

ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული თავდასხმების შედეგად - ამის შესახებ ზაპოროჟიეს  გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა, ტელეგრამზე დაწერა.

ფედოროვის ინფორმაციით,  ქალაქზე ხუთი დარტყმა განხორციელდა და აღნიშნა, რომ ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლსა და სავაჭრო ცენტრში, დაზიანდა ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის შენობა.

ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის განცხადებით, დაღუპული თავდასხმის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.