16 ივნ 2026
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა გონიოში.
არსებული ინფორმაციით, გონიო-ბათუმისდამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მოტოციკლი დაეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს