ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი - შალვა პაპუაშვილი

16 ივნ 2026

ყველაზე დიდი ანტიევროპელები არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა შუა პროცესში შეცვალა თამაში და კანდიდატ ქვეყნებს უთხრა, რომ დისკრიმინირებული ერი იქნებიან.

„სერბეთის პრეზიდენტთან მქონდა შეხვედრა და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ყველა აღშფოთებულია, დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც. უცებ, შუა პროცესში ევროკავშირმა შეცვალა არათუ თამაშის პირობები, არამედ თამაში და თქვა, რომ თქვენ იქნებით არა თანასწორი ნაწილი ევროკავშირისა, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი. კიდევ ერთხელ, რა თემებს ეხება, სადაც შეიძლება ხმის უფლება შეუზღუდონ ახალ წევრებს: უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები, ევროკავშირის ხელშეკრულებები, რომლებზეც დგას ორგანიზაცია, ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომლებსაც მეორე კლასის წევრებად განიხილავენ, არც კი შეეკითხებიან. ამაზე ცხადად როგორ შეიძლება დავინახოთ, რომ გზა არის საბჭოთა კავშირისკენ.

 

ყველაზე დიდი ანტიევროპელები არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს. ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქართველებს ხედავენ მეორეხარისხოვან ერად ევროკავშირში არ ვიცი, ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება არსებობდეს. როგორი გატრუნული არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოვიდნენ, აბა გაბედონ და გააკრიტიკონ ბრიუსელი. გვაინტერესებს, ვისი ინტერესებია მათთვის გადამწყვეტი. დაგვანახვონ ევროკავშირის დროშით მოფრიალე  ჯგუფებმა, გაგვაგებინონ, ამ ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ თუ სხვა უცხო ჯგუფების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოში მყოფ სერბეთის პრეზიდენტთანაც განიხილა, რომელიც ასევე აღშფოთებულია.

„ყველა აღშფოთებულია. დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც არიან აღშფოთებული, რომ უცებ, შუა პროცესში, ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს. კიდევ ერთხელ, რა თემებია,  სადაც ამბობენ, რომ ახალ წევრებს ხმის უფლება უნდა შეუზღუდონ – უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები. ევროკავშირის ხელშეკრულებებს ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომლებიც მეორე კლასის წევრებად იქნებიან განხილული, არც კი შეეკითხებიან. ამაზე ცხადად რა შეიძლება, დავინახოთ, გზა არის პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ. ყველაზე დიდი ანტიევროპელები დღეს არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქართველებს ხედავენ მეორეხარისხოვან ერად.