„როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ - კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება

16 ივნ 2026

„როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ - კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა საქართველოს განათლების მინისტრმა. კონკურსში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ 1270 ნაშრომი შექმნეს.

კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტების შექმნას, მათ შორის:  ესე, ვიდეორგოლი, ინტერვიუ, ნახატი, საინფორმაციო ბუკლეტი.  

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.