ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

16 ივნ 2026

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

"სანდასუფთავების" სამსახურის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქისა და სანაპირო ზოლის დასუფთავება. ყოველდღიურად ხორციელდება ცენტრალური ქუჩებისა და იმ მონაკვეთების მორეცხვა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ყოველდღიურად ტარდება სკვერების, ტროტუარებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად, სანდასუფთავების სამსახური მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანის უზრუნველსაყოფად.