16 ივნ 2026
კალიფორნიის სამხრეთში მოჰავეს უდაბნოში, ედვარდსის საჰაერო ძალების ბაიდან აფრენისას ამერიკული ბომბდამშენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა.
რვაძრავიანი, რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბების ფართო სპექტრის გადასატანად, რუტინულ სატესტო მისიას ასრულებდა, როდესაც ედვარდსის ბაზის ასაფრენ ბილიკზე აფრენისთანავე ჩამოვარდა - განაცხადა საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა ჯეიმს ჰეისმა რამდენიმე საათის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ედვარდსი, რომელიც 1930-იან წლებში დაარსდა მშრალი ტბის ფსკერზე, მოჰავეს უდაბნოს დაახლოებით ათას 245 კვადრატულ კილომეტრს იკავებს, რაც მას საჰაერო ძალების უდიდეს აეროდრომად აქცევს.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების პირველადი შედეგები ერთი თვის ვადაში გამოქვეყნდება.