ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი - ტრამპი

16 ივნ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  თავის სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ ირანი დათანხმდა, რომ  არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ფეიკ-ნიუსი უწოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ირანს 300 მილიონ დოლარს უხდის.

განხილვის პროცესში მყოფი შეთანხმება 300 მილიარდი დოლარის რეკონსტრუქციის ფონდს - და არა 300 მილიონ დოლარს  გულისხმობს, რომელიც მეზობელი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა უნდა გადაიხადონ, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ბაზებს მასპინძლობენ, თუმცა დეტალები გაურკვეველი რჩება.

ტრამპმა საფრანგეთში დიდი შვიდიანის სამიტზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება ხელმოწერილია  და აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პარასკევს ჟენევაში ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

შეთანხმება აპრილში გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას კიდევ 60 დღით ახანგრძლივებს. გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, რომელიც ირანმა თებერვალში აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ დაბლოკა.