16 ივნ 2026
„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“- განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო, სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, სისტემაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარების პროცესში საზოგადოების ჩართვა.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.