16 ივნ 2026
როგორ გაუმჯობესდეს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა - ამ საკითხზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის ფორმატში განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებულ ინკლუზიურ პროექტებსა და უწყების საქმიანობაში შშმ პირთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი.