ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ვიზიტი და ოფიციალური შეხვედრები საქართველოში

16 ივნ 2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისართან ოფიციალური შეხვედრა გამართა. 

უწყების ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის  საქართველოში ვიზიტის მიზანი  საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.  

ორი ქვეყნისთვის აქტუალური მიდგომებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მხარეებს შორის შედგა სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვების ურთიერთგაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო გზებზე მსჯელობა.