ეკონომიკური ფორუმი

16 ივნ 2026

სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” - საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ შედგა. ფორუმში ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. 

რევაზ სოხაძემ დისკუსიის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საგზაო დერეფნებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.

მინისტრმა ასევე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.  

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემოზე.