სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს უმასპინძლა

16 ივნ 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს მეუღლეებთან და თანმხლებ პირებთან ერთად უმასპინძლა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  საუბარი შეეხო ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან სულიერ და კულტურულ კავშირებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზეც ისაუბრა და სერბეთის პრეზიდენტი ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე მოიწვია. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.