15 ივნ 2026
ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
სამხატვრო მიმართულება ოთხწლიან, ხოლო მუსიკალური მიმართულება ექვსწლიან სასწავლო პროგრამას მოიცავს. სახელოვნებო სკოლაში ამჟამად 11 სხვადასხვა მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები არიან ჩართული. აღნიშნული პროგრამები სრულად ფინანსდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა .